სააკაშვილს არ სჭირდება მკურნალობა, გადავიდეს ციხეში - მაჭარაშვილი "ვივა მედისგან" ნებართვის გაცემას ითხოვს

13.07.23 13:42
სააკაშვილს არ სჭირდება მკურნალობა, გადავიდეს ციხეში - მაჭარაშვილი "ვივა მედისგან" ნებართვის გაცემას ითხოვს

"ქართული ოცნების" დანაყოფი მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბურნებას აანონსებს. "ხალხის ძალა" "ვივა მედისგან" შესაბამისი ნებართვის გაცემას ითხოვს. 

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ პოლონელი ექიმები მესამე პრეზიდენტს პოლიტიკაში ყოფნას გადააფიქრებინებენ.

"სამკურნალოდ არ სჭირდება ამ ადამიანს გადაყვანა, ამბობს, რომ მე ვარ პოლიტიკაში არამხოლოდ ქართულში არამედ მსოფლიო პოლიტიკაშიო და როგორც ჩანს მკურნალობა აღარ სჭირდება. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კლინიკამ თქვას, რომ აღარ სჭირდება მკურნალობა და გადავიდეს ციხეში. პატიმარი სააკაშვილი არც კვდება და არც აწამებენ და თუ ეს პოლონელი ექიმები დაარწმუნებენ სააკაშვილს, რომ ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ პოლიტიკაში აღარ იყოს, ამ შემთხვევაში შეიძლება მადლიერებიც დავრჩეთ." - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი სიახლეები