ვისაც სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვა გაუხარდა, ლეშიჭამიები არიან - მანჯგალაძე

13.07.23 13:50
ვისაც სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვა გაუხარდა, ლეშიჭამიები არიან - მანჯგალაძე

ვისაც სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვა გაუხარდა, ლეშიჭამიები არიან - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ასეთ მდგომარეობაში ყოფნას ივანიშვილს და ღარიბაშვილსაც კი არ უსურვებს.

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ადამიანს, პატიმარს, პოლიტიკური მოტივით ოსვენციმის ბანაკის ბინადარს არ დაამსგავსებდნენ. ეს არის მთავარი ტექსტი. მე არ ვიცი, ვინც ნახა სააკაშვილი გაუხარდა, მე მგონია ისინი ლეშიჭამიები არიან, რა გაუხარდათ რა არის გასახარი იმაში, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში. მე ივანიშვილს და ღარიბაშვილსაც არ ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას". - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები