ხელისუფლება, მოსახლეობას რომ არ უსმენდეს, ხალხი ამას ქუჩაში გამოხატავდა - მაჭარაშვილი
აშშ-ის პრეზიდენტის მწვავე გზავნილს "ქართულიმ ოცნების" დანაყოფი არ იღებს. გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომ არ უსმენდეს ქართულ საზოგადოებას, ეს აქციებში გამოიხატებოდა.
"ხალხის ძალის" ლიდერის მტკიცებით, საქართველო ევროკავშირის და ნატოს მიმართულებითაც მოწინავე ადგილზეა.
საქართველოს ხელისუფლება, რომ არ უსმენდეს ქართულ საზოგადოებას, ქართული საზოგადოება დამერწმუნეთ ამას აუცილებლად გამოხატავდა, მათ შორის იმ ქუჩაში აქციებით, რაც არაერთხელ დაანონსდა რადიკალურმა ოპოზიციამ. ჩვენ ვართ მოწინავე ადგილზე, ევროკავშირის და ნატოს მიმართულებითაც, ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნები" - გურამ მაჭარაშვილი.
საქართველოში, მოლდოვაში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა გაიგონონ - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.