მინდა, ვანერვიულო ოცნება, რომ ოპოზიციურ ფრონტზე გაერთიანება აუცილებლად იქნება - სერგო ჩიხლაძე

13.07.23 14:18
მინდა, ვანერვიულო ოცნება, რომ ოპოზიციურ ფრონტზე გაერთიანება აუცილებლად იქნება - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე წინასაარჩევნოდ დიდ პროდასავლურ გაერთიანებას აანონსებს. ოპოზიციონერის თქმით, "ქართულ ოცნებას" ამ გაერთიანების უნდა ეშინოდეს. 

მისი თქმით, ამ გაერთიანებაში მარტო ორი პარტია არ იქნება. 

ერთადერთი გამოსავალი ქართული ოცნების დამარცხების ეს არის კონსოლიდაცია, რა სახის, როგორ, რა ფორმატის ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ქართული ოცნების რეაქციიდანაც ნათელია, რომ ყველაზე მეტად მათ ეშინიათ ოპოზიციაში ერთობის ან ერთობების ჩამოყალიბების. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ასევე მინდა, ვანერვიულო ქართული ოცნება, რომ გაერთიანება კონსოლიდაცია აუცილებლად იქნება ოპოზიციის, პროდასავლური ოპოზიციის ფონზე, ამიტომ ინერვიულონ. აქ არ იქნება მხოლოდ ერთი ან ორი პარტია ან ა.შ. გამოჩნდებიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც იქნებიან ერთობის წევრი და ასევე ინდივიდუალური ადამიანები" - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

მსგავსი სიახლეები