ენმ და "ოცნება" წარსულია, ახალი პოლიტიკური ცენტრი "ლელოსთან" ერთად უნდა შეიქმნას - თაზო დათუნაშვილი
ვაშაძე-ხაბაიშვილის შესაძლო გაერთიანება - "ლელოში" პირდაპირ ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" წარსულია და ახალი პოლიტიკური ცენტრი "ლელოსთან" ერთად უნდა შეიქმნას.
ჩვენ ვთვლით, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არის ამ ქვეყნის წარსული და ის თუ რა ხდება მათ ორბიტებზე, როგორი მოძრაობები, ეს არც ჩვენ და არც ქართულ საზოგადოებას სიღრმისეულად არ აინტერესებს. რაც ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმ სოციალური მდგომარეობიდან და იმ პოლიტიკურად უმძიმესი ვითარებიდან გამოსასვლელად ქვეყნის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.
ახლა მთავარია, რომ ისეთი კონფიგურაცია დავსვათ ოპოზიციურ ველზე, ანუ ახალი პოლიტიკური ცენტრი შევქმნათ "ლელოსთან" ერთად, რომ შემდეგ არჩევნებზე მოვიგოთ, ხელისუფლებიდან გავისტუმროთ ქართული ოცნება" - თაზო დათუნაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე წინასაარჩევნოდ დიდ პროდასავლურ გაერთიანებას აანონსებს. ოპოზიციონერის თქმით, "ქართულ ოცნებას" ამ გაერთიანების უნდა ეშინოდეს.