ენმ-სთან ალიანს არ განვიხილავთ - გახარიას გუნდი

13.07.23 14:42
ენმ-სთან ალიანს არ განვიხილავთ - გახარიას გუნდი

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელიც ყველაზე ეფექტურად ეხმარება "ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში. 

მიხეილ დაუშვილის თქმით, პარტია "საქართველოსთვის" ენმ-სთან გაერთიანებას არც კი განიხილავს. 

ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელიც ყველაზე ეფექტურად და ყველაზე ხშირად ეხმარება ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნებაში და შემიძლია გავიხსენო მინიმუმ ორი ფაქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი და კიდევ სხვა საკითხები, მაგალითად სხვადასხვა საკრებულოდან, ამიტომ არავითარ გაერთიანებას ჩვენ განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობასთან უბრალოდ არ განვიხილავთ" - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე წინასაარჩევნოდ დიდ პროდასავლურ გაერთიანებას აანონსებს. ოპოზიციონერის თქმით, "ქართულ ოცნებას" ამ გაერთიანების უნდა ეშინოდეს.  

 

მსგავსი სიახლეები