ვაშაძე ენმ-ს შესაძლო გაერთიანება - ხატია დეკანოიძეს მათ ალიანსს არ გამორიცხავს

13.07.23 14:38
ვაშაძე ენმ-ს შესაძლო გაერთიანება - ხატია დეკანოიძეს მათ ალიანსს არ გამორიცხავს

ხატია დეკანოიძეს წინასაარჩევნოდ ენმ-სა და გიორგი ვაშაძის შესაძლო გაერთიანება არ უკვირს. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მსგავსი სცენარის შესახებ საუბარი მათ შორის მაშინაც იყო, როცა ის ენმ-ში იყო. 

დეკანოიძემ არ იცის, იქნება თუ არა გიორგი ვაშაძე ენმ-ს პრემიერობის კანდიდატი. 

"მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ რატომღაც მეჩვენება, რომ ბუნებრივად ესე მოხდებოდა და ესე დალაგდებოდა. გიორგი ვაშაძე იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის ორბიტის წევრი იმიტომ, რომ ამის შესახებ არაერთხელ ყოფილა მისი სურვილი და მათ შორის ეს გამოიხატებოდა საჯარო განცხადებებში და მათ შორის როცა მე ვიყავი პარტიაში ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი საჯაროდ" - ხატია დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები