ივანიშვილის ქონება ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა - რა აჩვენა Bloomberg-მა
ივანიშვილის ქონება ბოლო 10 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა - Bloomberg-მა აჩვენა, რომ 12 ივლისის მონაცემებით, ოლიგარქის ქონება $6,2 მილიარდს აღემატება.
ამავე მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5 ივლისს კიდევ უფრო მაღალი იყო და იგი $6,25 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები დაბალი სანდოობისაა და იგი მხოლოდ ერთი ვარსკვლავით ფასდება.
ოლიგარქის ქონების აღწერისას Bloomberg წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი 5,15 მილიარდ დოლარს ნაღდი ფულის სახით ფლობს, 1 მილიარდ დოლარს ხელოვნების ნიმუშების, ხოლო 45 მილიონ დოლარს კერძო ქონების სახით ფლობს.
ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის, 411-ე ადგილს იკავებს.