ნოდარ მელაძის ჟურნალისტურ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობა - მედიაომბუდსმენი იმიტირებულ ძარცვაზე
"სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ნოდარ მელაძის ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება"- მედიაომბიდსმენი TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის იმიტირებულ ძარცვას საგანგებო განცხადებით ეხმიანება.
განცხადების თანახმად, ნოდარ მელაძის ჟურნალისტურ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობები დანაშაულის ნიშნებს ატარებს და სახელმწიფო ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები კრიტიკული ჟურნალისტის დაშინების მიზნით ჩადენილი დანაშაულებების შესაჩერებლად
კიდევ ერთი შემთხვევა წუხელ მოხდა, 2023 წლის 13 ივლისს დააზიანეს ჟურნალისტის კუთვნილი ავტომობილი. წაიღეს სამსახურეობრივი გარე ვინჩესტერი
2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ე.წ. სუსის ფაილების ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე “მედიაომბუდსმენის” სამართლებრივი მხარდაჭერით, ჟურნალისტი სახელმწიფომ დაზარალებულად ცნო, არსებობს დადასტურებული ფაქტები მისი პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ
ქურდობის კიდევ ერთი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტების დაშინების ტენდენციის გაგრძელებად, რომლის მიზანია ჟურნალისტურ საქმიანობაზე გავლენის მოსახდენა. მსგავსი მეთოდები შეიძლება აღმოჩნდეს მსუსხავი ეფექტი ჟურნალისტებისთვის გაავრცელონ კრიტიკული ინფორმაცია ან თავი შევიკავონ მისი გავრცელებისაგან
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ნოდარ მელაძის ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა"- წერს ორგანიზაცია.
ჟურნალისტების დაშინება იმიტირებული ძარცვით - სამიზნე ისევ ჩვენი არხია. TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილი ღამით გაძარცვეს.
კამერებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, თბილისის შუაგულში, ლესელიძის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში ნოდარ მელაძეს ყველაფერი გადმოყრილი დახვდა. წაღებულია მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა.