"ძალიან შემაშფოთებელია" - კელი დეგნანი ორგანიზებულ თავდასხმებზე

13.07.23 16:55
"ძალიან შემაშფოთებელია" - კელი დეგნანი ორგანიზებულ თავდასხმებზე

თავდასხმები ხელისუფლების ოპონენტებზე და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა - ამერიკის ელჩისთვის შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში მომხდარი ორგანიზებული თავდასხმები.

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მოსახლეობის კითხვებს სოციალურ ქსელში პასუხობს და აღნიშნავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს. 

ძალიან შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები გამოიყენონ - როგორიცაა სიტყვის თავისუფლება. საქართველოს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამ ისტორიის მანძილზე იყო ბევრი მაგალითი, როდესაც ხდებოდა ხალხის დაშინება, იყო ცენზურა და არავის სურს საქართველოს დაბრუნება იმ დროში, - ამბობს დეგნანი.

იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საკუთარი გამოხატვის უფლება დაიცვან, საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები. 

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებები და უფლებები დაცული იყოს, აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. თუ გადავხედავთ რუსეთის მაგალითს, სადაც ხალხს უწევს შიშში ცხოვრება, მათ დაკარგეს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, შეკრების უფლება, ამ დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას კიდევ უფრო კარგად მივხვდებით. ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად იმისა, თუ რატომ უჭერს აშშ სამოქალაქო საზოგადოების თუ სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებს - ხელოვანებს, გახლავთ ის, რომ თავისი შემოქმედებითი აზროვნებით, თავისი ქმედებით შეინარჩუნონ ქვეყნის იმიჯი და თავისუფლებების და უფლებების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია,“ - ამბობს კელი დეგნანი.

მსგავსი სიახლეები