მდინარე აბაშაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

13.07.23 16:40
მდინარე აბაშაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

მარტვილის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშაში მოზარდი დაიხრჩო.

17 წლის ბიჭი თანაგუნდელებთან ერთად სპორტულ შეკრებაზე იმყოფებოდა. შემთხვევა მდინარე აბაშაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოყვანილია. 

ცხედრის პოვნის შემდეგ ის ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ირკვევა, რომ მოზარდი სენაკში ცხოვრობდა და ჩანჩქერზე საბანაოდ იყო ჩასული,   მოზარდი  ტაიკვანდოს გუნდის წევრია და თანაგუნდელებთან ერთად სპორტულ შეკრებაზე იმყოფებოდა. 

მსგავსი სიახლეები