მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები - „საერთაშორისო გამჭვირვალობის" საგანგაშო კვლევა

13.07.23 17:02
მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები - „საერთაშორისო გამჭვირვალობის" საგანგაშო კვლევა

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საგანგაშო კვლევას  აქვეყნებს.

როგორ გადაიქცა საქართველო კლეპტოკრატიულ სახელმწიფოდ - გავლენიანი ორგანიზაციის მიგნებებში მოხვდა „ტვ პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გაკეთებული რეპორტაჟები - ფაქტები არჩევნების გაყალბების სქემების, ქვეყნიდან გაქცეული საჯარო მოხელეებისა და მიტაცებული სახელმწიფო ქონებების, ტყეებისა და  პრემიერის ცოლის მეგობრების შესახებ, ვისაც საჯარო უწყებებში ნაცნობობით ასაქმებენ. 

კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის - თითქმის სრული დაუსჯელობით. სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო.[1]

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, „მმართველი პარტიის დამფუძნებლის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება“[2] და ამასთან, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე," - წერია განცხადებაში.

ცალკე თავი ეთმობა დუბაიში გადამალულ ფეშენებელურ სახლებს, რომელსაც პარლამენტის დეპუტატი ფლობს, თუმცა ამის შესახებ დეკლარაციაში არაფერს წერს.

მსგავსი სიახლეები