დაშინება იმიტირებული ძარცვით - ნოდარ მელაძე პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს

13.07.23 17:05
დაშინება იმიტირებული ძარცვით - ნოდარ მელაძე პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს

ნოდარ მელაძე პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ძარცვის საქმეზე გამოძიება იწყება. გომელაურის უწყებას ამ დრომდე ხალხმრავალ ადგილას მომხდარი დანაშაულის არც ერთი ფიგურანტი დაკავებული არ ჰყავს. კამერებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, კრიტიკული მაუწყებლის წარმომადგენლის ავტომობილის იმიტირებული ძარცვა,  მედია ომბუდსმენის  მხრიდან უკვე  შეფასდა როგორც ჟურნალისტების დაშინების მცდელობა, შურისძიებაა და ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობის შედეგი. 

ჟურნალისტების დაშინება იმიტირებული ძარცვით - სამიზნე ისევ ჩვენი არხია.  TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილი ღამით გაძარცვეს.

კამერებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, თბილისის შუაგულში, ლესელიძის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში ნოდარ მელაძეს ყველაფერი გადმოყრილი დახვდა. წაღებულია მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა.

მსგავსი სიახლეები