ყველა არის გადასული ფულის კეთებაზე და აღებ-მიცემობაზე - თაზო დათუნაშვილი

13.07.23 17:24
ყველა არის გადასული ფულის კეთებაზე და აღებ-მიცემობაზე - თაზო დათუნაშვილი

„ყველა არის გადასული ფულის კეთებაზე და აღებ-მიცემობაზე,“ - ასე აფასებს „ლელოს“ საორგანიზაციო მდივანი თაზო დათუნაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სკანდალურ კვლევას, სადაც ელიტურ კორუფციაზეა საუბარი და კონკრეტული შემთხვევებია განხილული.

თაზო დათუნაშვილის თქმით, კორუფციულ გარიგებებში თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტია ჩართული.

ჩვენ მივიღეთ, რომ დაწყებული არქიტექტურის სამსახურით რომელიმე მუნიციპალიტეტში, გაგრძელებული პოლიციელით, რომელმაც გამოძიება უნდა დაიწყოს - არ დაიწყოს, დამთავრებული ანტონ ობოლაშვილით და მსგავსი დეპუტატებით, არავის აინტერესებს ანგარიშვალდებულება თავის მოქალაქეებთან და სახელმწიფოს გამართული მუშაობა. ყველა არის გადასული ფულის კეთებაზე და აღებ-მიცემობაზე,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საგანგაშო კვლევას აქვეყნებს.

როგორ გადაიქცა საქართველო კლეპტოკრატიულ სახელმწიფოდ - გავლენიანი ორგანიზაციის მიგნებებში მოხვდა „ტვ პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გაკეთებული რეპორტაჟები - ფაქტები არჩევნების გაყალბების სქემების, ქვეყნიდან გაქცეული საჯარო მოხელეებისა და მიტაცებული სახელმწიფო ქონებების, ტყეებისა და  პრემიერის ცოლის მეგობრების შესახებ, ვისაც საჯარო უწყებებში ნაცნობობით ასაქმებენ. 

მსგავსი სიახლეები