სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავდასხმა ოპონენტებზე - ევროკავშირის ელჩსა და ენმ-ს ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

13.07.23 17:31
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავდასხმა ოპონენტებზე - ევროკავშირის ელჩსა და ენმ-ს ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავდასხმები ოპონენტებზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი საქართველოს, - ამ საკითხებზე ისაუბრეს ევროკავშირის საელჩოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და ელჩმა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ელჩს ფოტო მტკიცებულებები მიუტანა, თუ როგორ უსწორდება "ქართული ოცნება" ოპონენტებს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. 

ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსზე და რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და რას აკეთებს რუსული პარტია, ანუ როგორ საბოტაჟირებს და მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს საქმის კურსში ჩავაყენე ევროკავშირის ელჩი. ასევე, ვუთხარით, რომ ჩვენ ვაპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და საქმის კურსში ჩავაყენეთ, რომ რუსული პარტია, სადაც წავალთ გამოგვეკიდება ქვებით,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ევროკავშირის ექიმთა მისიის ვივა-მედში შესვლაზე.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისია, როგორც იქნა, შევიდა პრეზიდენტ სააკაშვილთან და, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დაიდება კონკრეტული დასკვნები და ასევე, მნიშვნელოვანია სწორი მიმართულებით წარიმართოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები