ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია - კობახიძე

13.07.23 17:58
ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია - კობახიძე

"ვიოლა ფონ კრამონი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი და არასერიოზული ადამიანია", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის გაღიზიანება ვიოლა ფონ კრამონის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ევროპარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე მოსალოდნელია მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინების მცდელობა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები.

ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. მგონი, საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის კომენტარებზე კომენტარების კეთება. მას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგს მიჰყვება. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი, თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, დამატებითი კომენტარის გაკეთება საჭირო არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები