ვიცით, რომ არის ჰიბრიდული ომები ხოლმე და „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის საერთოდ დიფუზია - ირაკლი ქადაგიშვილი

13.07.23 18:11
ვიცით, რომ არის ჰიბრიდული ომები ხოლმე და „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის საერთოდ დიფუზია - ირაკლი ქადაგიშვილი

"ვიცით, რომ არის ჰიბრიდული ომები ხოლმე და „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის საერთოდ დიფუზია," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" სავარაუდო გაერთიანებაზე.

ირაკლი ქადაგიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს დიფუზიად აფასებს და ვარაუდობს, რომ პარტიის დაშლას გიორგი ვაშაძის შეერთებაც დააჩქარებს.

ვინ ვისთან და ვინ ვის წინააღმდეგ არის რთული გასარკვევი არის. ამ დიფუზიაში გიორგი ვაშაძის შემოვლა დიფუზიურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, უფრო ინტენსიურს გახდის და გამომდინარე აქედან, როგორ დამთავრდება ეს დიფუზია, მგონი, არავინ არ იცის,“ - ამბობს ქადაგიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები