ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ შვილებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ - კალაძე კრამონს

13.07.23 18:17
ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ შვილებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ - კალაძე კრამონს

"ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ახალგაზრდებს, თავიანთ შვილებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ," - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება, სადაც ევროპარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე მოსალოდნელია მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინების მცდელობა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ მოირგოს არჩევნების შედეგები.

კახა კალაძე პარტნიორებს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ მათ საქართველოში ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალონ.

ამ ადამიანების მთავარი მიზანი და ამოცანაა, საქართველოში როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ეს იქნება ძალადობრივი გზით, რევოლუციით, გადატრიალებით, დაპირისპირებით. მინდა, დავამშვიდო ისინი და მივმართო, რომ ქართველ ახალგაზრდებს ნამდვილად არ სჭირდება მათი ზრუნვა. საქართველოს ჰყავს ღირსეული, ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ატარებს ამ ქვეყნისა და მასში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს. ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და საქართველოს მომავლისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანებმა მიხედონ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ ახალგაზრდებს, თავიანთ შვილებს, ჩვენ როგორმე ჩვენსას მივხედავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად გადიოდეს ამ გზას, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები