არ მგონია, რომ შევუერთდეთ პარტიას, რომლის ნახევარიც მეორე ნახევარს აბრალებს, რომ ბიძინაზეა გაყიდული - კობერიძე ენმ-სთან გაერთიანებაზე

13.07.23 18:32
არ მგონია, რომ შევუერთდეთ პარტიას, რომლის ნახევარიც მეორე ნახევარს აბრალებს, რომ ბიძინაზეა გაყიდული - კობერიძე ენმ-სთან გაერთიანებაზე

„მე არ მგონია, რომ შევუერთდეთ იმ პარტიას, რომლის ნახევარიც მეორე ნახევარს აბრალებს, რომ ბიძინაზეა გაყიდული, მერე რაღაც მანქანას ვერ იყოფენ,“ - ეს განცხადება „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ გააკეთა.

კობერიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას გამორიცხავს. რაც შეეხება, ენმ-სა და "სტრატეგია აღმაშენებლის" შესაძლო გაერთიანებას, საკრებულოს დეპუტატის თქმით, ამ ორი პარტიის ერთობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სავარაუდო იყო.

რამდენიმე საათის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გია ბარამიძე ამბობდა, რომ "გირჩთან" ერთად მას არ წარმოუდგენია რაიმე ტიპის ერთობა, იმიტომ, რომ "გირჩში" არაქრისტიანები არიან და ჩვენ ქრისტიანები ვართო. ასე, რომ ადამიანი მესაუბრება და საჯაროდ მელაპარაკება, არ ვიცი, როგორ უნდა მივაღწიო რაიმეს, როცა ასე პოპულისტურად ცდილობს ჩემს დაკნინებას. ერთობა ვაშაძესთან მიმართებაში თუ ასე სწორია და "გირჩთან" მიმართებაში ასეთი მესიჯები მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ თემა უკვე მოთელილია, შეთანხმებულები არიან რაღაც ნაწილში და უფრო მეტად თამამად აკეთებენ განცხადებას,“ - ამბობს კობერიძე.

მსგავსი სიახლეები