კობახიძე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა გვარამია "ოდიოზური ევროპარლამენტარების" დაკვეთით შეიწყალა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროპარლამენტარების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია "ოდიოზური ევროპარლამენტარების" დაკვეთით შეიწყალა.
კიდევ ერთხელ გაირკვა ის, თუ ვისი დაკვეთით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია. ეს მანამდე ვიოლა ფონ კრამონმაც თქვა. წინასწარ ჰქონდა მასთან შეთანხმებული ეს სალომე ზურაბიშვილს. მათ ბევრად ადრე იცოდნენ შეწყალების თაობაზე, ვიდრე საზოგადოებამ გაიგო ამის შესახებ საქართველოში.
რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ჩადის გვარამია ევროპარლამენტში და ხვდება ზუსტად იმ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ჩართული არიან ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური და ასევე, მეტყველებს ამ ადამიანების დამოკიდებულებაზე საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ"- თქვა კობახიძემ.