ვაშაძე პრემიერად? - რას ამბობს ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე "სტრატეგია აღმაშენებელთან" კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი იქვე ამბობს რომ, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელთან" პრემიერმინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს, პარტიებს შორის საუბრის მთავარი თემა კი საერთო სტრატეგიას ეხება.
სრული სისულელეა ამაზე მსჯელობაც კი, რომ დღეს ვინმემ დაიწყოს პრემიერმინისტრობაზე საუბარი, ან კანდიდატად ან მსგავს რაღაცებზე. ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - გაგვარუსებენ ბოლომდე თუ ვერ შეძლებენ. ტყუილია და ეს ასე არ უნდა მიაწოდოთ საზოგადოებას, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატობაზე მიდის კონსულტაციები, ტყუილია, არ არსებობს ეგეთი. რაც შეეხება თანამშრომლობას და კონსულტაციებს, ცხადია, ეს დაწყებული გვაქვს, ვსაუბრობთ. გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს და ეს კონსულტაციები არ ეხება თანამდებობებს, ეს ეხება საერთო სტრატეგიას ოპოზიციურ ველზე", - ამბობს ხაბეიშვილი.