თბილისში მეორადი ავტონაწილების საწყობი დაიწვა, დაშავებულია ერთი ადამიანი

13.07.23 19:02
თბილისში მეორადი ავტონაწილების საწყობი დაიწვა, დაშავებულია ერთი ადამიანი

ძლიერი ხანძარი თბილისში - ფეიქრების ქუჩაზე მეორადი ავტონაწილების საწყობი დაიწვა. 

"პირველების" ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

"პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დამწვარია 100 კვადრატულ მეტრამდე ფართი.

სამართალდამცველები  ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილების საწყობში მუშაობენ.  ირკვევა, რომ ცეცხლი ჯერ ერთ ავტომობილს გაუჩნდა და აფეთქდა, შემდეგ კი სხვა მანქანებსაც მოედო. სრულად განადგურებულია სამი მანქანა და დამწვარია საწყობის მთლიანი ფართი.
 

მსგავსი სიახლეები