თბილისში რუსებისთვის სატრანზიტო ჰაბი შეიქმნება, რათა ევროპაში ფრენა შეძლონ - „აზიმუტის“ თანამესაკუთრე

13.07.23 19:23
თბილისში რუსებისთვის სატრანზიტო ჰაბი შეიქმნება, რათა ევროპაში ფრენა შეძლონ - „აზიმუტის“ თანამესაკუთრე

თბილისში რუსეთის მოქალაქეებისთვის შეიქმნება სატრანზიტო ჰაბი, იმისთვის, რომ მათ ევროპაში ფრენა შეძლონ - ამის შესახებ განცხადება მოსკოვის აეროპორტის, „ვნუკოვოს“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამესაკუთრემ ვიტალი ვანცევმა გააკეთა.

ვანცევი არ მალავს, რომ რუსული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ავიაკომპანიასთან და აცხადებს, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ მეპატრონე თამაზ გაიაშვილი მისი საუკეთესო მეგობარია.

ჩვენი პარტნიორები „ჯორჯიან ეარვეისიდან“ რუსეთის მგზავრებისთვის ტრანზიტის თვალსაზრისით, კარგ შეთავაზებას აკეთებენ: ხსნიან რეისებს ევროპის მიმართულებით - პარიზში, ნიცასა და რომში, სადაც ახლა დახურულია პირდაპირი რეისები. საბოლოოდ, რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ თბილისში მე-4 კარგ სატრანზიტო კვანძს - სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ“, - ამბობს ვანცევი.

მსგავსი სიახლეები