შესასრულებელი რჩება 9 რეკომენდაცია - კელი დეგნანი

13.07.23 19:33
შესასრულებელი რჩება 9 რეკომენდაცია - კელი დეგნანი

შესასრულებელი რჩება 9 რეკომენდაცია და ამისათვის პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა განაცხადა. 

კელი დეგნანის თქმით, ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს უნდა აღმოაჩნდეთ გამბედაობა და ძალა, გადადონ განსხვავებები და დაპირისპირება გვერდით და კონცენტრირდნენ იმ საკითხზე, რაც არის არის აუცილებელი სტატუსის მისაღებად.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სამი სრულად შეასრულა და ეს ძალიან კარგია, თუმცა შესასრულებელი რჩება 9 რეკომენდაცია და ამისათვის პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი.  გამოავლინონ გამბედაობა და გადალახონ ის განსხვავებული მოსაზრებები იმისათვის, რომ ეს საქმე განხორციელდეს ერთად და ისინი გაერთიანდნენ საქართველოს ევროპული მომავლის ირგვლივ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები