იმიტირებული ძარცვიდან იმიტირებულ გამოძიებამდე - შსს ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვაზე არ რეაგირებს

13.07.23 20:00
იმიტირებული ძარცვიდან იმიტირებულ გამოძიებამდე - შსს ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვაზე არ რეაგირებს

იმიტირებული ძარცვიდან იმიტირებულ გამოძიებამდე - ყველა გონივრული ვადა ამოწურულია.  ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის ფაქტზე კი  გომელაურის უწყებას არცერთი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.  არავინ დაუკითხავთ,  მძარცველების  ვინაობა არ დაუდგენიათ,  კამერების ჩანაწერები  არ ამოუღიათ.  პროცესს აჭიანურებენ, რაც აჩენს ეჭვს,რომ დანაშაული TV  პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის დაშინების მიზნით ხელისუფლებამ დაუკვეთა და ახლა მის გამოძიებას არ აპირებს.  

პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეთ, სამართალდამცველების ხელშია,  დნმ-ის ნიმუშები, მძარცველის ან მძარცველების თითის ანაბეჭდები. დანაშაული სამი სათვალთვალო კამერის არეალში მოხდა.  ჩანაწერები კი ყველა კითხვას პასუხს გასცემს, თუმცა დღის ბოლოს დაკითხვაზე მისულ ნოდარ მელაძეს გამომძიებლებმა უთხრეს, რომ არაფერი დაუდგენიათ. ამის გამო  TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა  ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. 

მსგავსი სიახლეები