კობახიძე ამერიკის ელჩის წინააღმდეგ - მცირე პაუზის შემდეგ კობახიძემ დიპლომატზე იერიში განაახლა
ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩის წინააღმდეგ - "ოცნების" თავმჯდომარე კელი დეგნანს ისევ თავს ესხმის და თან ჭკუას არიგებს, რომ არ ჩაერიოს იმაში, რაც მისი საქმე არ არის.
მცირე პაუზის შემდეგ კობახიძემ დიპლომატზე იერიში განაახლა. მიზეზი შტატების ელჩის განცხადება იყო, რომელმაც თქვა, რომ შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმები ხელისუფლების ოპონენტებზე და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე. დეგნანი დღეს მარტო არ იყო - "ოცნების" ლიდერები თავს ევროპარლამენტარებსაც დაესხნენ.