გამოკვლევები დაწყებულია, როგორია სააკაშვილის მდგომარეობა - პოლონელი ექიმების დასკვნის მოლოდინში

13.07.23 20:32
გამოკვლევები დაწყებულია, როგორია სააკაშვილის მდგომარეობა - პოლონელი ექიმების დასკვნის მოლოდინში

ჩვენ არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერი ევროკავშირის ექიმების ვიზიტს. ახლა ყველა ელოდება, როგორ შეაფასებენ პოლონელი მედიკოსები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას. 

ნევროლოგი, ტოქსიკოლოგი, გასტროენტეროლოგი - სულ ხუთი გამოცდილი ექიმი უახლოეს პერიოდში დასკვნას და რეკომენდაციებს მოამზადებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტი საჯარო არ იქნება, მხოლოდ შეზღუდულ პირთა წრეს დაეგზავნება. 

წინასწარი რეკომენდაციები „ვივა-მედის“ მედპერსონალისთვის უკვე გაცემულია. რამდენიმე საათიანი კვლევის შემდეგ პოლონელმა ექიმებმა კონსულტაციები სააკაშვილის მკურნალ პერსონალთანაც გამართეს. თუმცა მეტი დეტალი არ ხმაურდება. პროცესში არ არიან ჩართული არც პრეზიდენტის ოჯახის წევრები და არც მისი ადვოკატები. ერთადერთი, რაც დღეს გიული ალასანიამ თქვა, იყო პასუხი მალხაზ ურთმელიძის განცხადებაზე, რომელმაც სააკაშვილის ციხეში დაბრუნება დააანონსა.

მსგავსი სიახლეები