მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, მინისტრები - 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი სავარაუდო ელიტურ კორუფციაშია მხილებული
58 000 ათას ევროდ შეძენილი პარკინგის ადგილი პარიზში, მილიონ 200 000 დოლარად ნაყიდი აპარტამენტები დუბაიში - მილიონერი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი დიდძალ ქონებას მალავს. „ოცნების“ წევრი დეკლარაციაში ასევე არ წერს, რომ დუბაიში ერთ-ერთ აპარტამენტს აქირავებს, საიდანაც წლიურად დამატებით 20 000$ აქვს შემოსავალი.
150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი სავარაუდო ელიტურ კორუფციაშია მხილებული - მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები და მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების სია განაახლა. მკვლევარები წერენ, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო. კვლევაში მოხვდა ფაქტები, რომლის შესახებაც „შაბათის ეთერის“ გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდი გიყვებოდათ. სია ვრცელია სახელმწიფოს იმ მმართველების, ვინც პოლიტიკურ ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებენ.