იქნება თუ არა ენმ-ის პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე?

13.07.23 20:27
იქნება თუ არა ენმ-ის პრემიერობის  კანდიდატი გიორგი ვაშაძე?

იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის  კანდიდატი გიორგი ვაშაძე? - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ დღეს პირველად დაადასტურა, რომ ყოფილ თანამებრძოლთან კონსულტაციები მიმდინარეობს. თავად ვაშაძე კი უკვე რამდენიმე დღეა მედიასთან არ ჩნდება.

ორი  პოლიტიკური ძალა 2024 წლის არჩევნების სტრატეგიაზე მუშაობს. ახლა საინტერესოა ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი არჩევნებზე მხოლოდ ვაშაძის პარტია იქნება თუ სხვებიც. 

"ლელო" ენმ-თან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს, არ განიხილავს კონსულტაციებსაც კი.  პარტია თავად ემზადება არჩევნებისთვის პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი  შექმნას.

სანამ ოპოზიციაში წინასაარჩევნო დიდი გადალაგება აქტიურ ფაზაში შედის, "ოცნება" დროს არ კარგავს პოლიტიკურ  პარტიებს რეიტინგი შეახსენოს და არჩევნებში საკუთარი  გამარჯვება დაანონსოს.

მსგავსი სიახლეები