პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლების აღარ სჯერათ - ბაიდენის გზავნილი ქართველ ხალხს და არა მთავრობას

13.07.23 20:40
პარტნიორებს საქართველოს ხელისუფლების აღარ სჯერათ - ბაიდენის გზავნილი ქართველ ხალხს და არა მთავრობას

ბაიდენის გზავნილი ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას - "ბრძოლას ხალხი აგრძელებს, იმისთვის, რომ მათი ხმა გაგონილი იყოს, ასე რომ ჩემი მესიჯია  - გააგრძელეთ, გააგრძელეთ" - ასე მიმართა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოლდოვის, ბელარუსის და საქართველოს მოსახლეობას. ის ფაქტი, რომ საქართველო იმ ქვეყნების გვერდით მოხვდა, რომელთაც არც აქვთ პრეტენზია, რომ ნატოს წევრები გახდნენ,  უკვე მიანიშნებს, რომ ალიანსთან  საქართველოს დიდი მანძილი აშორებს.

უფრო ვრცელი იყო სამიტის შედეგების შეფასებისას ამერიკის ელჩი. კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ რეფორმები არ გატარდება, ნატოს კარი ღია დარჩება თან დიდი ხნით. ალიანსთან დაახლოებისთვის ქვეყანას დასავლეთის ღირებულებების პატივისცემა ჭირდება. ვილნიუსის სამიტის შედეგები საქართველოსათვის საგანგაშოა. ოპოზიციისთვის კი ამერიკიდან მიღებული  გზავნილები ბოლო გაფრთხილების ტოლფასია.

მსგავსი სიახლეები