ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს - კობახიძე
"ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს," - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩს.
კობახიძე ამერიკის ელჩს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც კელი დეგნანმა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით მოძალადეების დასჯის საჭიროებაზე ისაუბრა.
რაც შეეხება თვითონ სასჯელს, ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით, ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ საუბარია დაჭერაზე, ქრონოლოგიურად ჯერ რიგი უწევთ 7-8 მარტის მოძალადეებს და მერე შეიძლება დადგეს სხვისი ჯერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები, მადლობა ღმერთს და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ამ თემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.