სააკაშვილზე ინფორმაცია მიეწოდებათ მსოფლიოს ლიდერებს და შემდეგ გადაწყვეტენ პოლიტიკური მოლაპარაკების მეთოდებს - ჩალაძე

13.07.23 21:17
სააკაშვილზე ინფორმაცია მიეწოდებათ მსოფლიოს ლიდერებს და შემდეგ გადაწყვეტენ პოლიტიკური მოლაპარაკების მეთოდებს - ჩალაძე

„ყველა ინფორმაცია პირდაპირ ბრიუსელში მიდის,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა.

გიორგი ჩალაძე ევროკავშირის ექიმთა ჯგუფის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ ექიმებს კომუნიკაცია ვიწრო ჯგუფთან აქვთ და შესაბამისად, უცნობია, რა კვლევები უტარდება ამ ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

ჩალაძე იმედოვნებს, რომ ექიმთა დასკვნა გახდება მიხეილ სააკაშვილის "პოლიტიკური ტყვეობის" დასრულების საფუძველი.

ეს მისია იმდენად მაღალ დონეზე არის კონფიდენციალური და იმდენად მაღალ დონეზე არის დიპლომატიურად შეფასებული, რომ არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს, ყველა ინფორმაცია პირდაპირ ბრიუსელში მიდის. არ მაქვს საშუალება, გითხრათ, რა ტესტი ჩატარდა ან რას აკეთებენ, ეს სრულიად გასაიდუმლოებულია,“ - ამბობს ჩალაძე.

რა შედეგი ექნება ევროკავშირის ექიმთა მისიის ვიზიტს - ჩალაძე ვარაუდობს, რომ მათი დასკვნების შემდეგ, დასავლური ქვეყნების ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამართავენ.

ვინაიდან ეს პროცედურები დაიწყო იმისთვის, რომ ევროკავშირში მისულიყო მათივე შეფასებულ ინფორმაცია, რეალური სურათი, არა რომელიმე მხარის მიერ, არამედ საკუთარი თვალით ნანახი და მათთვის მისაღები ფორმატით ჰქონოდათ ინფორმაცია, ჩემი შეფასებით, რასაც ვხედავ, ეს ინფორმაცია მიეწოდება ევროპისა და მსოფლიოს ლიდერებს და შემდეგ თვითონ გადაწყვეტენ პოლიტიკური მოლაპარაკების მეთოდებს. ფაქტი ერთია, რომ ეს ტყვეობა, რომელიც საქართველოში მზადდება, არის იგივე ომის ნაწილი, რასაც რუსეთი აწარმოებს,“ - ამბობს ჩალაძე.

მსგავსი სიახლეები