მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანონ - ჩალაძე "ოცნების" მიზანზე
მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას არ გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი. გიორგი ჩალაძე მალხაზ ურთმელიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ შეიძლება ქართულ ოცნებას ახლა მიზნად აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, თუმცა, მმართველმა ძალამ იცის, რომ ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
შეიძლება გადაიყვანონ, მაგრამ ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, არა მხოლოდ ჩემი და ქართველი ერის, რომელსაც მოუწოდა უკვე აშშ-ის პრეზიდენტმა, გააკეთოს თავის გასაკეთებელი, არამედ მოჰყვება ევროპის და აშშ-იოს ძალიან მწარე რეაქცია. თუ პრეზიდენტის ჯანმრთელობა საშუალებას იძლევა, რომ ციხეში იყოს, მას ერთი წუთი არ დატოვებდნენ. ქალბატონმა გიულიმ დრეს ძალიან მძიმე ფაქტებით ისაუბრა - კინაღამ დაიხრჩო ერთ-ერთი სამედიცინო პროცედურის დროს. ის, რომ კარგად იყოს, თქვენ რა ეჭვი გეპარებათ, რომ იმ წუთასვე არ გადაიყვანდნენ?“ - ამბობს ჩალაძე.
რაც შეეხება „ვივა-მედის“ სამედიცინო დირექტორის, ზურა ჩხაიძის განცხადებას, რომელმაც ევროკავშირის ექიმთა ჯგუფის ვიზიტზე აღნიშნა, რომ „ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს“ - ჩალაძე ჩხაიძის განცხადებას ჭორაობას უწოდებს.
ზურა ჩხაიძე უბრალოდ ჭორაობს. ზურა ჩხაიძე ის ადამიანია, რომელიც იძახდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ წაქცეულა და თავი არ დაურტყამს. ზურა ჩხაიძე ის ადამიანია, რომელიც ხან ერთს იძახდა, ხან მეორეს. მე ჭორაობაში ვერ გავყვები. არ მინდა „ოცნების“ მოლაპარაკე თავები დავასახელო და ესენიც გამოდიან და კარგად არისო,. მაგალითად ერთ-ერთმა ოდიოზურმა ფიგურამ, მალხაზ ურთმელიძე იძახდა, რომ მშვენივრად არისო, მისი ოჯახის წევრი რომ ასე იყოს, მშვენივრად იქნება? თუ გავარდება და უცხოეთში უმკურნალებს. ესენი არიან ერთი დიდი მანქანის ნაწილები - კრიმინალური დაჯგუფებაა, რომის მონაწილეებიც ზოგი ჭორიკანაა, ზოგი მიზანმიმართული აგენტი და ზოგი, კეკელიძეზე რომ იყო კგბ-ს სამედიცინო პუნქტი, იქ გაზრდილი სამედიცინო აგენტები არიან, ხან ერთ დოკუმენტს, ხან მეორეს აწერენ ხელს,“ - ამბობს ჩალაძე.