ხელისუფლება სააკაშვილის მიმართ ახორციელებს პოლიტიკურ ვენდეტას - გეგა მგალობლიშვილი

13.07.23 21:39
ხელისუფლება სააკაშვილის მიმართ ახორციელებს პოლიტიკურ ვენდეტას - გეგა მგალობლიშვილი

„ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ღიად ახორციელებს პოლიტიკური ვენდეტის აქტს,“ - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა ელჩმა NATO-სა და თურქეთში, გეგა მგალობლიშვილმა გააკეთა.

გეგა მგალობლიშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და მისი უფლებების დარღვევას პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს. მგალობლიშვილის შეფასებით, სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა, საერთაშორისო არენაზე საქართველოსთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. 

ის, რაც ხდება დღეს პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც სამართალთან და არც სამართლიანობასთან. ყველასთვის ნათელი არის, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული ქმედებები და ხშირად ძალიან დაბალ ადამიანებს შეუძლიათ ასეთი დამამცირებელი ქმედებების ჩადენა, მაშინ მხოლოდ, როცა ისინი ხელისუფლებაში არიან და ძალაუფლებას ფლობენ. ისინი მახსოვს იმ პოზიციაში, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო და მათგან არ მახსოვს ასეთი დამოკიდებულება. პოლიტიკური ვენდეტის აქცია, რასაც ისინი ჩადიან, ბუნებრივია, ქმნის იმ გარემოს საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება - მმართველობის ფორმასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, საერთოდ რა პოლიტიკური კლასი მართავს ქვეყანას,“ - ამბობს გეგა მგალობლიშვილი.

მსგავსი სიახლეები