ევროკავშირი და ჩვენი ევროპელი პარტნიორები არიან თვითონ დაინტერესებულები, რომ არ დაკარგონ საქართველო - მგალობლიშვილი
"ევროკავშირი და ჩვენი ევროპელი პარტნიორები არიან თვითონ დაინტერესებულები, რომ არ დაკარგონ საქართველო," - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა გეგა მგალობლიშვილმა გააკეთა.
მგალობლიშვილის თქმით, პარტნიორებს ბოლომდე უჭირთ იმის აღიარება, რომ საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალა.
თუ მანამდე მუდმივად საქართველოს უწევდა ბრძოლა, რომ მინიმალური პროგრესისთვის მიეღწია, ახლა გეოპოლიტიკური მოცემულობაა შეცვლილი. ერთადერთი შესაძლებლობა არის, რომ საქართველოს საბოლოო დაკარგვა თავად თავისუფალი სამყაროსთვისაც, იმ პირობებში, როცა ხდება პოლიტიკური ძვრები, როცა სამყარო იყოფა ორ ნაწილად - თავისუფალ სამყაროსა და ავტორიტარულ რეჟიმებს შორის, ეს მათი წაგებაც არის, მათ არ უნდათ ამ წაგების აღიარება. ეს გეოპოლიტიკური მოცემულობაა მინიმალური შანსი ჩვენთვის. ჩვენი მიზანი კი არ უნდა იყოს მხოლოდ სტატუსი, მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არის ის, რომ მოხდეს იმგვარი ხელისუფლების ფორმირება, რომელიც შეძლებს საქართველო გახადოს თავისუფალი სამყაროს წევრი“ - ამბობს მგალობლიშვილი.