რუსული მეთოდებით ბრძოლა - გოგავა ორგანიზებულ ძალადობასა და ოპონენტების დაშინების მცდელობებზე
ორგანიზებული ძალადობა და ოპონენტების დევნა - გენერალ-მაიორი ზაზა გოგავა ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება რუსულ მეთოდებს იყენებს კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობის მიმართ.
ხელისუფლების პრორუსულ კურსს გოგავას თქმით, ამყარებს ის ფაქტებიც, რაც ბოლო დროს ხდება - ორგანიზებული თავდასხმები ხელისუფლების ოპონენტებზე, ჟურნალისტებზე და დაშინების მცდელობები კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ.
ასეთ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ მომხდარი ფაქტი, რაც მათგან პირდაპირ მოდის, გაასაღოს შემთხვევით სიტუაციად, წაუყრუოს მის მოძიებას, კითხვებზე პასუხები არ აქვთ, გინახავთ ამ ხელისუფლების მიერ გამოძიებული დანაშაული? რაიმე სამართალი დამდგარა? სხვა გზა მათ არ დარჩენიათ, ერთადერთი ბრძოლის გზა, რომელსაც ისინი დაადგნენ, თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის, ეს არის რუსული მეთოდებით ბრძოლა, მივიდნენ უკვე იმ სიტუაციაში, რომ არც ეს ბრძოლის მეთოდები არ გასდით და ამიტომაც არის, რომ როდესაც არის რეაგირება საერთაშორისო საზოგადოებიდან, შემდეგ ისინი სიჩუმის რეჟიმში დგანან და თავდაცვის რეჟიმი აქვთ - არც არაფერი არ ხდება, ამას აზვიადებს ოპოზიცია, მედია... მაგრამ ეს დაუსჯელი არ დარჩება, ამიტომაც არის საჭირო მკაფიო, ერთიანი პოზიციის დაფიქსირება პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან, რომ ამ ხელისუფლებამ ყველა ასეთ ნაბიჯზე მკაცრი პასუხი მიღოს,“ - ამბობს ზაზა გოგავა.