პრემიერის მხრიდან NATO-ს ლანძღვა იყო პოლიტიკური გაფორმება, რომ NATO-ში გაწევრიანება აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს - კანდელაკი

13.07.23 22:32
პრემიერის მხრიდან NATO-ს ლანძღვა იყო პოლიტიკური გაფორმება, რომ NATO-ში გაწევრიანება აღარ წარმოადგენს პრიორიტეტს - კანდელაკი

„შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ფიგურა ლანძღავდეს NATO-ს, რომელიც არის ევროპაში მშვიდობის გარანტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,“ - ეს განცხადება გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

კანდელაკის თქმით, პრემიერ ღარიბაშვილის მხრიდან NATO-ს დადანაშაულებამ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, განაპირობა ის, რომ საქართველოს ვილნიუსში მთავრობის პირველი პირი არ წარმოადგენდა.

NATO-ს ლანძღვა მთავრობის მეთაურის მხრიდან იყო პოლიტიკური გაფორმება იმისა, რომ NATO-ში გაწევრიანება აღარ წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს... შეუძლებელია ლანძღავდე ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსს, შეუძლებელია იმეორებდე რუსულ პროპაგანდას და უკრაინაში მიმდინარე ომის NATO-ში დაბრალება, არის რუსული პროპაგანდა და შემდეგ იმედი გქონდეს,რომ ეს ალიანსი მიგიწვევს, ხელს ჩამოგართმევს, სურათებს გადაიღებს და იმიტაციაში შემოგყვება, რომ გაასულელო ქვეყნის შიგნით საზოგადოება და პარტნიორები, თითქოს, ისევ რაღაც რეფორმები მიდის,“ - ამბობს კანდელაკი.

მსგავსი სიახლეები