ნოდარ მელაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს - "ტვ პირველის" საინფორმაციოს უფროსი გამოკითხვაზე მივიდა

14.07.23 11:14
ნოდარ მელაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს - "ტვ პირველის" საინფორმაციოს უფროსი გამოკითხვაზე მივიდა

ნოდარ მელაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ჟურნალისტის პროტესტი გახდა საჭირო იმისთვის, რომ იმიტირებული ძარცვის საქმე წინ წასულიყო. 

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი დიღმის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა.

ნოდარ მელაძის თქმით, ხდება საქმეების გახსნა და საქმის ფიგურანტებად ისეთი ადამიანების დასახელება, რომლებსაც თითქოს ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თუმცა ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ინციდენტი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება

გუშინ გვაინ ღამით მომანიჭეს დაზარალებული სტატუსი. ამის შემდეგ დამიკავშირდენენ და მითხრეს, რომ ერთი პირია დაკავებული. შესაბამისად, როდესაც დავინახე, რომ რეალურად საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მოვედი და დღეს მივცემ ჩვენებას. ასევე ზეპირი კომუნიკაციის შედეგად მითხრეს, რომ ამოღებულია ის ნივთები, რაც ჩემი მანქნიდან იყო წაღებული. ბოლო პერიოდის პრქტიკა გვიჩვენებს, რომ ხდება საქმეების გახსნა და საქმის ფიგურანტებად ისეთი ადამიანების დასახელება, რომლებსაც თითქოს ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ინციდენტი უკავშირდება ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას და ეს ინციდენტი უკავშირდება იმას, რომ მე, როგორც გამომძიებელ ჟურნალისტს მითხრან, რომ თბილისის შუაგულში, სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ ტერიტორიაზე, ყველაზე წესით დაცულ ტერიტორიაზე, თავს დაცულად მაინც ვერ ვიგრძნობ" - აცხადებს ნოდარ მელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი. 

 TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ავტომობილი გუშინ ღამით გაძარცვეს.

კამერებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, თბილისის შუაგულში, ლესელიძის ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში ნოდარ მელაძეს ყველაფერი გადმოყრილი დახვდა. წაღებულია მხოლოდ გარე მეხსიერების ბარათი, სადაც ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო მასალებს ინახავდა.

 

მსგავსი სიახლეები