უკრაინის NATO-ში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას - ვლადიმერ პუტინი
"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას", - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
პუტინი ვილნიუსში, NATO-ს სამიტს ეხმაურება, სადაც უკრაინისთვის 3-პუნქტიანი გეგმა გაიწერა და დათქმა გაკეთდა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ომის დასრულების შემდეგ გახდება. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან უკრაინის დაახლოება პუტინის შეფასებით, რუსეთისთვის საფრთხის შემცველია. პუტინი უკრაინაში ომს NATO-ში გაწევრიანების სურვილს უკავშირებს.
უკრაინის NATO-ში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საფრთხეა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და, ზოგადად, ეს გახდის მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება სხვადასხვა იარაღის მიწოდებას, ჩვენ ვხედავთ, რამხელა იმედს ამყარებენ დიდი დიაპაზონის რაკეტების მიწოდებაზე. ამიტომ, ბრძოლის ველზე ახალი იარაღის მიწოდება არაფერს მოგვცემს, ეს მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება აირჩიოს გზა ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც ყველაზე სწორად მიაჩნია,“ - ამბობს ვლადიმერ პუტინი.