სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა
საგაზაფხულო სესიის 32 სხდომიდან 25 სხდომა გააცდინა "ქართული ოცნების" დეპუტატს დავიტ სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ფასად დაუჯდა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი რამდენიმე წუთის წინ დაუჭირა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზი მის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენაა.
დავით სერგეენკო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო საბურთალოს ოლქიდან. სერგეენკო ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც გააზრებულად არ დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს და ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია სერგეენკოს პარლამენტიდან არა გაცდენების, არამედ იმის გამო უშვებს, რომ მან თავის დროზე რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა.