რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის? უცხოური გავლენის აგენტები არიან - კობახიძე

14.07.23 12:50
რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის? უცხოური გავლენის აგენტები არიან - კობახიძე

"რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის? არავითარი, ეს არის ერთიანი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. მათ აერთიანებთ ერთი რამ - აგენტობა. ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები და ეს არის მთავარი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პარტიის ლიდერებს შორის სხვაობა არ არის. 

ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ ძალას. ჩვენ ამიტომ ვუწოდებთ მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ - რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის? არავითარი განსხვავება არ არის, ეს არის ერთიანი „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. მათ აერთიანებთ ერთი რამ - აგენტობა. ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები და ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებთ. სხვაობა მათ შორის არის პირობითი. ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, არავითარი განსხვავება არაა მათ შორის. ეს ასევე აჩვენებს იმას, რომ სრული დეფიციტი აქვთ - არცერთი ლიდერი არაა „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“. როგორ ხალხზეა საუბარი - როცა მეტი არჩევანი არ გაქვს, ვიდრე ხაბეიშილი, გვარამია ან ვაშაძეა, აქედან ჩანს, როგორი საკადრო შიმშილია „ნაცმოძრაობაში“. არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება - არაფერი მოსდგამთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს წარმოადგენს „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობას“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები