არ გამოვრიცხავ ფული ჰქონდეს აღებული არახამიას, ამაზე წამსვლელია, იმიტომ, რომ უსამშობლო კაცია - ზარქუა

14.07.23 13:00
არ გამოვრიცხავ ფული ჰქონდეს აღებული არახამიას, ამაზე წამსვლელია, იმიტომ, რომ უსამშობლო კაცია - ზარქუა

"არახამიასნაირები და გონჩარენკოები, რაც არ უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ჩვენთვის უინტერესოა," - "ქართული ოცნება" უკრაინელ მაღალჩინოსნებს ისევ თავს ესხმის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა რადას დეპუტატების მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მიმართვას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნას ეხმაურება.

ზარქუა რადას დეპუტატებს კვლავ უსამშობლოებს უწოდებს და უფრო მეტიც, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მაგალითად, დავით არახამიას სააკაშვილისგან ფული ჰქონდეს აღებული.

ისინი არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი უკრაინის პოლიტიკაში, ამას უკრაინელი ხალხი ხედავს - უსამშობლოების გაერთიანებაა უკრაინის რადაში მოხვედრილი. მათი ინიციატივა უკავშირდება ერთადერთ რამეს - სააკაშვილი დაიხსნას ტყვეობიდან, რატომ? - იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ ფული ჰქონდეს აღებული ბატონ არახამიას, ამაზე წამსვლელია, იმიტომ, რომ უსამშობლო კაცია,“ - ამბობს ზარქუა.

მსგავსი სიახლეები