მოგმართავს პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ - ირაკლი ზარქუა
ევროპარლამენტარების ღია წერილს "ქართული ოცნება" თავდასხმით და ირონიით პასუხობს. მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ 44 ევროპარლამენტარს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებიტ ღია წერილი გაავრცელეს და საქართველოს ხელისუფლებას მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებისკენ მოუწოდეს, საკუთარი ქვეყნის მიხედვისკენ მოუწოდებს.
ირაკლი ზარქუა ვარაუდობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ევროდეპუტატები მიხეილ სააკაშვილზე საუბრობენ, ლ;ობისტური კამპანიის შედეგია.
მოგმართავს პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს. ეს ლობისტური ის ხომ უნდა დასრულდეს, რა არის გადახდილი, ერთი გამაგებინეთ, ქალბატონმა გიულიმ რა გადაიხადა ასეთი,“ - ამბობს ზარქუა.