გაბრაზებული ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“ - ვინ არის ვაშაძე? რა გაუკეთებია? „ხაბე“ დარბის, ქვაც მოხვდა - ზარქუა

14.07.23 13:10
გაბრაზებული ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“ - ვინ არის ვაშაძე? რა გაუკეთებია? „ხაბე“ დარბის, ქვაც მოხვდა - ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ცოტა გაბრაზებულია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ჩაგრავენ, რადგან გიორგი ვაშაძე გამოჰყავთ პრემიერობის კანდიდატად.

მისი თქმით, ვაშაძეს არაფერი გაუკეთები, ლევან ხაბეიშვილი კი ომობს და იბრძვის.

„არ აქვს მნიშვნელობა, მას „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაარქმევ, „ევროპესიმისტს“, „ევროოპტიმისტს“ თუ ასე შემდეგ, ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ცოტა გაბრაზებულიც ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“, კაცი არის ლიდერად დანიშნული, ვაშაძე რომ გამოჰყავთ პრემიერობის კანდიდატად, ვინ არის ვაშაძე? რა გაუკეთებია ან ოპოზიციური ერთობისთვის? ან ქვეყნისთვის? ჩემი „ხაბე“ დარბის კიდეც, ქვაც მოხვდა, მცდელობა აქვს, ომობს, იბრძვის თავისი მსოფლმხედველობით. სჯერა, სწამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც სათავეში უნდა იყოს. ვინ არის ვაშაძე? რატომ ჩაგრავენ „ხაბეს“? ფაქტია, მცდელობა აქვთ, რომ ვაშაძე გაიყვანონ გაერთიანებული რადიკალების ლიდერად. „ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ“, - ამბობს ზარქუა.

მსგავსი სიახლეები