"ოცნებამ" დავით სერგეენკო პარლამენტიდან მოიშორა - თამარ კორძაია

14.07.23 13:13
"ოცნებამ" დავით სერგეენკო პარლამენტიდან მოიშორა - თამარ კორძაია

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" დავით სერგეენკო პარლამენტიდან მოიშორა. პოლიტიკოსის თქმით, ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ სერგეენკოს წავსლის შესახებ განცხადება არ დაუწერია. 

იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც დაწერა განცხადება და  წავიდა, დავით სერგეენკომ არ დაწერა განცხადება და ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მისთვის არასასურველი ადამიანი ასე თუ ისე, სხვა და სხვა ფორმით მოიშორა პარლამენტიდან. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დავით სერგეენკომ მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და რუსულ კანონს არ მისცა ხმა, - ამბობს თამარ კორძაია.

დავით სერგეენკოს სადეპუტატო მანდატი უწყდება. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა წინადადებას მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა. "ოცნება" ამტკიცებს, რომ თანაგუნდელისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზი მის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენაა. 

 

 

მსგავსი სიახლეები