სერგეენკოს რუსულ კანონთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის გამოვლენა არ აპატიეს - ბეჟაშვილი

14.07.23 13:17
სერგეენკოს რუსულ კანონთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის გამოვლენა არ აპატიეს - ბეჟაშვილი

ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნებამ" დავით სერგეენკოს რუსულ კანონთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის გამოვლენა არ აპატია. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილი სამაგალითოდ სჯის ყველას, ვისაც თავისუფალი აზრი გააჩნია და მის დავალებებს უსიტყვოდ არ ასრულებს. 

მას არ აპატიეს თავისი პოზიციის გამოვლენა რუსულ კანონთან მიმართებაში. როცა სჭირდებოდათ იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრის არჩევა, მაშინ დავით სერგეენკოს სთხოვს და გამოიყენეს მისი მანდატი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი სამაგალითოდ სჯის ყველა იმ დეპუტატს, რომელსაც თავისი თავისუფალი აზრი გააჩნია და ყველას ავალდებულებს, რომ მისი დავალებების უსტიტყვო შემსრულებელი იყოს, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

დავით სერგეენკოს სადეპუტატო მანდატი უწყდება. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა წინადადებას მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა. "ოცნება" ამტკიცებს, რომ თანაგუნდელისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზი მის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენაა.  

მსგავსი სიახლეები