სრულად დაეთანხმნენ მკურნალობის ტაქტიკას - ზურაბ ჩხაიძე პოლონელი ექიმების ვიზიტზე
„შეხვედრა იყო ძალიან საგნობრივი, კოლეგიალური, ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის ჯანმრთელობის საკითხები, გაეცნენ ავადმყოფობის ისტორიას, სრულად დაეთანხმნენ მკურნალობის ტაქტიკას“, - ვივამედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვთ.
ჩხაიძის თქმით, პოლონელმა ექიმებმა შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა, ახალი კვლევების ჩატარების საჭიროება მათ არ დაუყენებიათ და არც მკურნალობის ნაწილში შეუტანიათ ცვლილება.
ძალიან საგნობრივი იყო ჩვენი საუბარი, ძალიან კოლეგიალური იყო ჩვენი საუბარი, არანაირი დამატებითი ინსტრუმენტალური კვლევა მათ არ მოუთხოვიათ, გაეცნენ ამ კვლევის შედეგებს, გაესაუბრნენ პაციენტს. მკურნალობის პროცესშიც, როდესაც იყო ჩვენი შეკითხვა, რომ ხომ არ დაამატებდნენ რაიმეს სამკურნალო თვალსაზრისით, მათ უარი განცხადეს, ეს შემდეგი ინტერპრეტაციების არის უსაქმური ადამიანების საქმე,“ - ამბობს ჩხაიძე.