რატომ წვრილმანდებით, ბატონო კახი? თქვით, რომ 2048-წლამდე იქნებით ხელისუფლებაში - სერგო ჩიხლაძე

14.07.23 13:28
რატომ წვრილმანდებით, ბატონო კახი? თქვით, რომ 2048-წლამდე იქნებით ხელისუფლებაში - სერგო ჩიხლაძე

"ოცნება" საკუთარ თავს და მომხრეებს ამხნევებს, - ასე აფასებს "სტარტეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე კახი კალაძეს განცხადებას, რომელმაც დააანონსა, რომ არა თუ 2024 წლის, არამედ 2028 წლის არჩევნებშიც გაიმარჯვებენ.

ჩიხლაძე კალაძეს ურჩევს, ფრთხილად იყოს, რადგან გამორიცხული არ არის, დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდეს. 

რატომ წვრილმანდებით, ბატონო კახი? თქვით, რომ   2048-წლამდე იქნებით ხელისუფლებაში. ეს უფრო თავისი თავის გამხნევების, თავის მომხრეების გამხნევებისთვის არის გაკეთებული და ეს არის გარკვეული მოწოდება, რომ „ჭამეთ, ბიჭებო! მოიპარეთ, ბიჭებო! აძაგეთ დასავლეთი და იცოდეთ, რომ ჩვენ ვიქნებით მაინც ხელისუფლებაში. ეს არის და ეს. ბატონ კახის, რომელიც „ქართულ ოცნებაშიც“ კი დაწინაურდა თავისი რუსეთუმეობით, თავისი ანტიდასავლური განცხადებებით, ვურჩევ, რომ ცოტა ფრთხილად იყოს, რომ რაიმე სიაში არ მოხვდეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რაღაცა სანქციები არ დაუწესდეს, - ამბოლბ სერგო ჩიხლაძე.

მსგავსი სიახლეები