იმედი მაქვს, რომ მოუსმენს რადას მიმართვას, შეწყალების იმედი ყოველთვის მქონდა - გიული ალასანია
„იმედი მაქვს, რომ მოუსმენს რადას მიმართვას - შეწყალების იმედი ყოველთვის მქონდა, სამწუხაროდ, არ მართლდებოდა დღემდე“, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა უკრაინის რადას მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას.
საქმე ეხება უკრაინის რადაში მომზადებულ პროექტს, რომლის დახმარებითაც დეპუტატები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იმედოვნებს, რომ მის შვილს სალომე ზურაბიშვილი რადას დეპუტატებისა და ევროპარლამენტარების მიმართვის შემდეგ შეიწყალებს და მისცემს საშუალებას, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდეს.
გიული ალასანია ასევე აფასებს 44 ევროპარლამენტარის მხრიდან გავრცელებულ ღია წერილს, სადაც დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტარებმაც კარგად იციან, რომ ადამიანი არის პუტინის პირადი სამხედრო ტყვე და ებრძვის პუტინს. ევროპარლამენტარების ამ მცდელობებმა და გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში განწყობამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაჭრას,“ - ამბობს გიული ალასანია.