"კალაძე ოცნებობს" - ირაკლი კუპრაძე მმართველი პარტიის გენმდივნის განცხადებაზე

14.07.23 13:33
"კალაძე ოცნებობს"  - ირაკლი კუპრაძე მმართველი პარტიის გენმდივნის განცხადებაზე

კალაძე ოცნებობს, - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი მმართველი პარტიის გენერალურის მდივნის განცადებას, რომელმაც დააანონსა, რომ "ოცნება" 2028 წლის არჩევნებშიც გაიმარჯვებს. 

ირაკლი კუპრაძე დარწმუნებულია, რომ კალაძეს საკუთარი ნათქვამის თავად არ სჯერა და ის ამას მხოლოდ პროპაგანდისთვის აკეთებს. 

კახა კალაძე ოცნებობს, ოცნებობს ბიძინა ივანიშვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ იმის, რასაც ლაპარაკობს, თვითონაც არ სჯერა ამის. ეს სჭირდებათ მათ პროპაგანდისთვის, რომ მოქალაქეებს სცადონ, რომ ჩაუბეჭდონ გონებაში, თითქოსდა ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ. ეს ისეთივე ტყულია, როგორც „ქართული ოცნების“ ოცნებები და დაპირებები, რაშიც გადააგდეს საქართველოს მოსახლეობა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 
 

მსგავსი სიახლეები